7 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოდან განხორციელებული, მანდარინის ექსპორტის ღირებულებამ 171 ათასი აშშ დოლარი შეადგინა

2021 წლის 1-ელი სექტემბრიდან 7 ნოემბრამდე პერიოდში, საქართველოდან 478 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა. ექსპორტის ღირებულებამ 171 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული, მანდარინის ექსპორტის მოცულობა 100%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 54%-ით გაიზარდა 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. 2021 წელს წარმოებული, მანდარინის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში (383 ტონა), რუსეთში (67 ტონა), უკრაინასა (18 ტონა) და სლოვენიაში (10 ტონა), – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები