სომხეთში მასობრივი ინტოქსიკაციით 171 ადამიანია ჰოსპიტალიზებული

სომხეთში, “ტაშირ პიცას” რესტორნების ქსელში მასობრივი ინტოქსიკაციით 171 ადამიანია ჰოპისტალიზებული

ქვეყნის დაავადებათა კონტროლის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებებში კვებითი მოწამვლის ნიშნებით მიმართვიანობა 6 ოქტომბერს დაიწყო.

ამ ეტაპზე, 99 პაციენტი მკურნალობას განაგრძობს, 72-ის მდგომარეობა ფასდება, როგორც “მსუბუქი”, 72 ბინაზე გაწერეს.

მომხდარის შემდეგ, “ტაშირ პიცას” ხელმძღვანელობამ რესტორნები დროებით დახურა. ამჟამად, ქსელის შემოწმება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები