ჰააგაში აქციაზე კორონავირუსული შეზღუდვები გააპროტესტეს

ჰააგაში 6 ნოემბერსძალაში შესული კოვიდშეზღუდვები, რამდენიმე ათასმა ადამიანმა ქუჩაში გააპროტესტა.

ინფექციების და ჰოსპიტალიზაციის მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე, ნიდერლანდების მთავრობამ საჯარო სივრცეში, ასევე, მაღაზიებში, ბიბლიოთეკებში, საავადმყოფოებსა და სკოლებში პირბადის სავალდებულო ტარების რეჟიმი დააბრუნა.

გარდა ამისა, ქვეყანაში „3G“-ის წესი ამოქმედდება სპორტული კლუბების, ფიტნეს ცენტრების, ზოოპარკებისა და რიგი სხვა დაწესებულებების მონახულების დროს, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სერვისებით ისარგებლებენ COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებული (genesen), ტესტირებული (getestet) და ვაქცინირებული (geimpft) მოქალაქეები.

1,5 – მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა ასევე სავალდებულოთა შორის მოხვდა.

აქციაზე ერთ-ერთმა გამომსვლელმა შეზღუდვები შეადარა იმ წესებს, რომლებიც მოქმედებდა ნიდერლანდებში ქვეყნის ოკუპაციის დროს ნაცისტური გერმანიის მიერ. ამასთან, ქალმა ყურადღება გაამახვილა არავაქცინირებული თანამოქალაქეების უფლებების მკვეთრ შეზღუდვაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები