ერთი პარტია – ერთი ფრაქცია – მუნიციპალიტეტების საკრებულოებში შესაძლოა, ფრაქციების შექმნის წესი შეიცვალოს

მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ფრაქციის შექმნის წესის შეცვლა იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს სხდომას დღეს წარედგინება.

კანონპროექტის ინიციატორები მმართველი პარტიის დეპუტატები: სოზარ სუბარი, ირაკლი ქადაგიშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, გურამ მაჭარაშვილი, დავით მათიკაშვილი და დიმიტრი სამხარაძე არიან.

ცვლილებების მიხედვით, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული საკრებულოს წევრები მხოლოდ ერთი ფრაქციის შექმნას შეძლებენ.

კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, რომ საკრებულოში ფრაქციების შექმნის წესის ცვლილებით მცირე ფრაქციების ხელოვნურად შექმნა გამოირიცხება.

დღეს მოქმედი რეგულაციით, საკრებულოში ფრაქცია შეიძლება, ორი ან მეტი პარტიის წევრებმა შექმნან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები