“ამერიკა პირველ რიგში” – ბაიდენი ტრამპის პოლიტიკას ემიჯნება

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯოზეფ ბაიდენი ძირეულად ემიჯნება წინამორბედის, დონალდ ტრამპის პოლიტიკას და პრინციპს „ამერიკა პირველ რიგში“.

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკობ სალივანმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

“ფაქტობრივად, ბაიდენმა თქვა, რომ “ამერიკა პირველ რიგში” პრინციპი ამერიკას ბოლო ადგილზე აყენებს”, – თქვა სალივანმა.

მაგალითის სახით, რომელიც აჩვენებს ბაიდენის ადმინისტრაციის მზადყოფნას  ითანამშრომლოს სხვა ქვეყნებთან თანაბარ პირობებში, სალივანმა ოქტომბრის ბოლოს ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის დადებული შეთანხმებები დაასახელა, რომლებიც შეეხებოდა აშშ-დან ევროპაში ფოლადისა და ალუმინის მიწოდების ტარიფებს, ასევე, ამერიკელი ლიდერის ძალისხმევას Boeing-სა და Airbus-ს შორის სახელმწიფო სუბსიდიების შესახებ დავის გადაწყვეტაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები