გერმანიაში შიშობენ, რომ სკოლებში კორონავირუსზე კონტროლს დაკარგავენ

გერმანიის მასწავლებელთა კავშირი, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ზრდის ფონზე, სკოლებში ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე კონტროლის დაკარგვაზე შიშობს.

როგორც პროფკავშირის ხელმძღვანელმა, ჰაინც-პიტერ მაიდინგერმა Redaktionsnetzwerk Deutschland-თან ინტერვიუში თქვა, ”სახეზეა ინფიცირების საგანგაშო მაჩვენებელი ბავშვებსა და მოზარდებში. სკოლებში კოვიდ-ის გავრცელების მაღალი მაჩვენებელი ჩვენში დიდ შეშფოთებას იწვევს.”

“სკოლებში ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე კონტროლის დაკარგვის საშიშროება დიდია. ამიტომ, სანამ სკოლებში მეოთხე ტალღა მძვინვარებს, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ნიღბის ტარების რეჟიმი”, – აღნიშნა მან.

გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების შვიდი დღის რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა – 100 ათას ადამიანზე 200 ინფიცირებულზე მეტია, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი რიცხვია.

შესაბამისი მონაცემი რობერტ კოხის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა. წინა რეკორდი 197,6 იყო, რომელიც 2020 წლის 22 დეკემბერს აღირიცხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები