გერმანიაში პანდემიის გავრცელებიდან ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების შვიდი დღის რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა – 100 ათას ადამიანზე 200 ინფიცირებულზე მეტია, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
შესაბამისი მონაცემი რობერტ კოხის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა.
წინა რეკორდი 197,6 იყო, რომელიც 2020 წლის 22 დეკემბერს აღირიცხა.
გერმანიის ჯანდაცვის სფეროს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ახალი შემთხვევების რიცხვი ბოლო 24 საათში – 15 500-ზე მეტით გაიზარდა, რის გამოც ინფიცირების გავრცელების მაჩვენებელმა დღეს უკვე 201,1 შეადგინა.
ვაქცინების ფართო ხელმისაწვდომობის მიუხედავად, შემთხვევები იზრდება მთელ ქვეყანაში.
შედარებისთვის, 7 ნოემბერს 191,5 იყო, ხოლო ერთი კვირის წინ – 154,8.
ყველაზე დაზარალებული რეგიონებია საქსონია და ტიურინგია, შემდეგ მოდის ბავარია.
გერმანიაში მოსახლეობის 67% მთლიანად არის აცრილი, რაც თითქმის 56 მილიონს შეადგენს, თუმცა, რიცხვები რეგიონებში განსხვავდება.
ასე, მაგალითად, საქსონიაში ვაქცინირებულია მოსახლეობის 57,1%-ია მაშინ, როდესაც – ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ყველაზე დასახლებულ რეგიონში მოსახლეობის 70%-ზე მეტი.