მხარდამჭერების მობილიზება რეგიონებიდან – “ნაცმოძრაობა” მორიგი აქციისთვის ემზადება
“ნაციონალური მოძრაობა” მორიგი აქციისთვის ემზადება. ოპოზიციურ პარტიას მთელი ქვეყნის მასშტაბით სრული მობილიზაცია აქვს გამოცხადებული და თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი დემონსტრაციისთვის პარტიის მხარდამჭერები რეგიონებიდან ჩამოსვლას ავტოკოლონებით გეგმავენ.
მათი პროტესტის მთავარი მოთხოვნა კვლავ უცვლელია – გადაიყვანონ მიხეილ სააკშვილი კერძო კლინიკაში.