ირაკლი კობახიძე: ეს სამარცხვინო მესიჯი, რომ თითქოს ვინმე კლავს სააკაშვილს, შეუძლიათ, თავისთვის შეინახონ, მისი შიმშილობა “ფეიკია”

“ყველას აინტერესებდა, შიმშილობდა თუ არა მიხეილ სააკაშვილი, ამ კითხვას ძალიან ნათელი პასუხი გაეცა – სააკაშვილის შიმშილობა „ფეიკია”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც საქმე ეხება შიმშილობას, შიმშილობაზე პასუხისმგებელია მოშიმშილე.

„ყველას აინტერესებდა, შიმშილობდა თუ არა მიხეილ სააკაშვილი, რა თქმა უნდა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი იყო ამ საკითხთან დაკავშირებით. ამ კითხვას ძალიან ნათელი პასუხი გაეცა. როგორც ყველაფერში, ამ შემთხვევაშიც მიხეილ სააკაშვილი არის „ფეიკი“. მისი შიმშილობაც „ფეიკი“ აღმოჩნდა. საზოგადოებას აინტერესებდა ეს ყველაფერი და დარწმუნდა, რომ სააკაშვილის შიმშილობა „ფეიკია“. ძალიან მარტივად არის საქმე, როდესაც საქმე ეხება შიმშილობას, შიმშილობაზე პასუხისმგებელია მოშიმშილე. თუ ის რეალურად შიმშილობს, ამაზეც ის არის პასუხისმგებელი. თუ ის „ფეიკ“ შიმშილობს, ამაზეც თვითონ არის პასუხისმგებელი. აქედან გამომდინარე, ეს სამარცხვინო მესიჯი, რომ თითქოს ვინმე კლავს სააკაშვილს, შეუძლიათ, თავისთვის შეინახონ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები