მცხეთის მერია: საგურამოში სპორტული მოედნების მშენებლობა მიმდინარეობს

მცხეთის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და სპორტული აქტივობებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარება მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

“სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც სოფლებში სპორტული მოედნების აღდგენასა და მოწესრიგებას ისახავს მიზნად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

სოფელ საგურამოში ორი მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელსაც შპს „ გაერთიანებული სამშენებლო კომპანია“ ახორციელებს. სახელშეკრულებო თანხა, ჯამურად, 200,000 ათას ლარამდეა. სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.
ასევე, მიმდინარეობს საგურამოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ არაშენდაში მინი სპორტული მოედნის მოწყობა, რომელსაც შპს „ გია კონტრაქშენი“ ახორციელებს. სახელშეკრულებო თანხა 134.000 ათასი ლარია . სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები