პენსიაზე გასვლის შემდეგ, მერკელი პოლიტიკით აღარ დაკავდება
გერმანიის კანცლერის მოვალეობის შემსრულებელი, ანგელა მერკელი, მუშაობის დასრულების შემდეგ, პოლიტიკით აღარ დაკავდება.
ამის შესახებ მან DW-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა.
„მომავალ გეგმებთან დაკავშირებით: მე არ ჩავერევი პოლიტიკაში. არ მოვაგვარებ პოლიტიკურ კონფლიქტებს, ამას ვაკეთებ უკვე მრავალი წელია: 16 წელია, როგორც ფედერალური კანცლერი, სიამოვნებით ევროკავშირის დონეზე, საერთაშორისო დონეზე”, – განაცხადა მერკელმა.
მან აღნიშნა, რომ „ჯერ კიდევ არ იცის“, კონკრეტულად რას გააკეთებს პენსიაზე გასვლის შემდეგ.
„პირველ ყოვლისა, დავისვენებ და ვნახავ, რა მომივა თავში“, – თქვა მერკელმა.
მერკელი, რომელსაც გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე ოფიციალური ვადა ოქტომბრის ბოლოს ამოეწურა, გერმანიის მთავრობას 2005 წლიდან ხელმძღვანელობს.
იგი კანცლერის თანამდებობას ახალი მთავრობის ფორმირებამდე გაუძღვება, რომელსაც სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ოლაფ შოლცი უხელმძღვანელებს.
მოსალოდნელია, რომ კოალიციის ფორმირებაზე მოლაპარაკებები დეკემბერში დასრულდება.