ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის სამკურნალო წამლების დეფიციტია

ე.წ. სამხრეთ ოსეთში დღეიდან იმ წამლების მიღებას ელოდებიან, რომლებიც გათვალისწინებულია კორონავირუსის სამკურნალო პროტოკოლით.

ამის შესახებ ე.წ. ჯანდაცვის მინისტრმა, სოსლან ნონიევმა თქვა.

მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთში მზარდია ინფიცირების მაჩვენებელი, შეიქმნა დეფიციტი, რამაც გაართულა პრეპარატების შესყიდვა და ტრანსპორტირება.

ნონიევის მტკიცებით, პრობლემის მოგვარება მოხერხდა და უკვე დღეს “წითელი ზონის” საავადმყოფო საჭირო მედიკამენტების პირველ პარტიას მიღებს.

ამასთან, მისივე თქმით, ძვირადღირებული პრეპარატების, ისევე როგორც ჟანგბადის მიწოდება, შეუფერხებლად ხდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები