რამდენი თვის განმავლობაში ინარჩუნებს ეფექტურობას Pfizer-ის ბუსტერ დოზა – ახალი კვლევა

COVID-19-ის საწინააღმდეგო კომპანია Pfizer-ის ვაქცინის მესამე, ბუსტერ დოზა ეფექტურობას 9-10 თვის ან შესაძლოა, მეტი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს.

ამის შესახებ Times Of Israel წერს, მანამდე კი ინფორმაცია Channel 12-მა გაავრცელა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კვლევა თელ-ჰაშომერის კლინიკაში ტარდება და პირველი შედეგები 2-4 კვირის შემდეგ გამოქვეყნდება, თუმცა, უკვე ცნობილია, რომ მესამე დოზა, პირველი ორისგან განსხვავებით, სხვა სახის დაცვას უზრუნველყოფს.

კვლევის მეთოდოლოგიისა და მასშტაბების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები