მაია ჩხაიძე: რეანიმაციულ განყოფილებაში არცერთი ადგილი აღარ გვაქვს

ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორის განცხადებით, პედიატრიული ასაკის პაციენტების მიმართვიანობამ საგრძნობლად იმატა. ბოლო მონაცემებით, რეანიმაციულ განყოფილებაში თავისუფალი ადგილები აღარ არის. კლინიკაში კრიტიკულად მძიმე მხოლოდ ერთი პაციენტია.

მისივე თქმით, მიმართვიანობა გაზრდილია სხვა სეზონური ვირუსებითაც.

„მომართვიანობამ აშკარად იმატა. ამჟამად, სულ რაღაც 7 ადგილია თავისუფალი, რომელიც შეიძლება, სულ რამდენიმე საათში აღარ იყოს, თუმცა, რეანიმაციაში უკვე არცერთი ადგილი აღარ არის“, – განაცხადა ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები