ტრამპი – ბოლდუინზე: შეშლილია, შეუმოწმებელი იარაღიდან ადამიანს რატომ ესროლა?!

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა და მსახიობი, ალეკ ბოლდუინი გააკრიტიკა.

“ის პრობლემური ტიპია. ცოტათი ვერ არის. წლებია, ვაკვირდები, ჟურნალისტებთან მუშტი-კრივი არაერთხელ გაუმართავს. შეშლილია, სრულ ჭკუაზე არ არის და როდესაც ასეთ ადამიანთან გვაქვს საქმე, ვერ გამოვრიცხავ, რომ დამნაშავეა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როგორ შეიძლება, შეუმოწმებელი იარაღი დაუმიზნო ადამიანს, სასხლეტს ხელი გამოკრა, ესროლო და მოკლა? შეისაძლოა, თავად დატენა იარაღი”, – ამბობს რადიოს წამყვან კრის სტიგალთან ინტერვიუში ტრამპი.

22 ოქტომბერს ნიუ მექსიკოს შტატში, ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე უბედური შემთხვევა მოხდა. მსახიობ ალეკ ბოლდუინის მიერ გასროლილ იარაღს 42 წლის ოპერატორის, ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეეწირა, ასევე, დაშავდა რეჟისორი ჯოელ სოუსა.

იარაღი, რომელიც ფუჭი ვაზნებით უნდა ყოფილიყო დატენილი, ბოლდუინს რეჟისორის თანაშემწემ, დეივ ჰოლსმა გადასცა და უთხრა, რომ უსაფრთხო იყო. რეალურად მჭიდში საბრძოლო ვაზნები იდო. ამის შესახებ სასამართლოს მასალებში წერია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები