ხულოში ხანძრის შედეგად სახლი დაიწვა – დაზარალებულ ოჯახს აჭარის მთავრობა დაეხმარება

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ხოზრევანიძეების ოჯახის საცხოვრებელი სახლი სრულად დაიწვა.

ხულოს მერიის ინფორმაციით, დაზარალებული ოჯახი დროებით უზრუნველყოფილი იქნება ქირით, შესაბამისი დოკუმენტაციის შეგროვების შემდეგ, დაზარალებულ ოჯახს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 15 000 ლარიან დახმარება გაეწევა

ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები