სალხინოს მამათა მონასტერთან ხმაური იყო
სალხინოს მამათა მონასტერთან ხმაური იყო. მონასტერთან განკვეთილი ბერების მრევლი შეიკრიბა. მათ მონასტერში შესვლა სცადეს, თუმცა, ვითარების დაძაბვის თავიდან ასარიდებლად, სამართალდამცველებმა ამის უფლება არ მისცეს. ამას ურთიერთშელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
ამ დროისთვის, ადგილზე სიმშვიდეა, მონასტერთან რჩებიან სამართალდამცველები.
მონასტრის ტერიტორიაზეა ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე რომელმაც დილით წირვა აღავლინა და მრევლს ქადაგებით მიმართა.