უპილოტო საფრენი აპარატი ერაყის პრემიერ-მინისტრს თავს დაესხა

ერაყის პრემიერ-მინისტრის, მუსტაფა ალ-კაზიმის რეზიდენცია უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის ქვეშ მოყვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, სააგენტო AP ავრცელებს.

თავდასხმის შედეგად პოლიტიკოსი არ დაშავებულა, მაგრამ საავადმყოფოში გამოკვლევებისთვის მაინც გადაიყვანეს.

როგორც ცნობილია, იერიშის შედეგად დაცვის რამდენიმე წევრი დაშავდა. უპილოტო საფრენი აპარატები კი გააუნებელყვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები