ინდოეთში ხანძრის დროს COVID-საავადმყოფოს პაციენტები დაიღუპნენ
ინდოეთში, შტატ მახარაშტრაში COVID-საავადმყოფოში ხანძრის შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, სააგენტო “AlJazeera” ავრცელებს.
მედიის ცნობით, ცეცხლი შენობის პირველ სართულზე გაჩნდა, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული 17 პაციენტი იმყოფებოდა. 6 პაციენტი დაშავდა და მძიმე მდგომარეობაშია. წინასწარი ცნობით, ხანძარი მოკლე ჩართვის გამო მოხდა. შტატის მთავარმა მინისტრმა, უდხავ ტაკარეიმ განაცხადა, რომ ხელისუფლება ზედმიწევნით ჩაატარებს გამოძიებას, ხოლო დაზარალებულთა და დაღუპულთა ოჯახებს კომპენსაციის სახით 500 რუპია გადაეცემა.