იყო თუ არა გათავისუფლებული მინისტრების უწყებებში ინფორმაციის ხელმისაწვდომობა IDFI-ს კვლევა

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს ეხმაურება. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, თანამდებობიდან გათავისუფლებული მინისტრების უმეტესობის ხელმძღვანელობით სამინისტროებმა ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამჭვირვალობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადეს. IDFI მონაცემებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომლებიც, ინსტიტუტის შეფასებით, 2013-2014 წლებში იკავებდნენ მოწინავე პოზიციებს საქართველოს საჯარო დაწესებულებების რეიტინგში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკის მიხედვით.
IDFI გამოთქვამს იმედს, რომ ის ახალი მინისტრები, რომლებიც დაინიშნებიან აღნიშნული უწყებების ხელმძღვანელებად, გააგრძელებენ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საუკეთესო პრაქტიკას და გამჭვირვალე და ღია მმართველობა იქნება მათი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.
IDFI, 2013 წლის ოქტომბერი – 2014 წლის მარტის პერიოდში ინსტიტუტის მიერ საქართველოს სამინისტროებში განხორციელებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგის შედეგებს კიდევ ერთხელ აქვეყნებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები