პოლიციამ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორებს რუსთავის ციხესთან სცენის დადგმის საშუალება არ მისცა

რამდენიმე წუთის წინ რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ხმაური იყო. შსს-ს წარმომადგენლებმა აქციის ორგანიზატორებს სცენის დადგმის საშუალება არ მისცეს და სხვა, ალტერნატიულ ადგილზე გადასვლა შესთავაზეს, მიზეზად კი უსაფრთხოების მოთხოვნები დაასახელეს.

სამართალდამცველებმა ადგილიდან ტექნიკის ნაწილი გაიტანეს და განაცხადეს, რომ ადგილმდებარეობაზე შეთანხმების მიღწევის შემდეგ ისინი ტექნიკას დააბრუნებენ.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ მათთვის სხვა ადგილზე გადასვლა მიუღებელია, ამიტომ აქციას გამართავენ იქ, სადაც თავიდანვე ჰქონდათ გადაწყვეტილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები