დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კარაბულახში სკვერისა და სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები დაიწყო

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, სოფელ კარაბულახში მოსახლეობასთან ერთად, სკვერისა და სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები დაგეგმა.

“მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის თანამშრომლებთან ერთად ვიმყოფებოდი სოფელ კარაბულახში. ტერიტორიაზე, სადაც დაგეგმილია სკვერისა და სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები, ადგილობრივ მოსახლესა და მშენებელს შორის არსებობდა გარკვეული პრობლემა. ჩემი ჩართულობით მოლაპარაკება შედგა და სკვერისა და სპორტული მოედნის მშენებლობის პროცესი დაწყებულია.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა საბავშვო გასართობი სივრცე, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 165555 ლარი დაიხარჯება”,- განაცხადა კობა მურადაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები