ხობში პოლიციელის მკვლელობაზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო 

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში პოლიციელმა პოლიციელი მოკლა.არსებული ინფორმაციით, სამართადლამცველს განყოფილების შენობაში კოლეგამ ესროლა.

როგორც ირკვევა მომხდარში მონაწილე ორივე პირი ერთი სოფლის მკვიდრია. ისინი მეზობლები იყვნენ.ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

ამ წუთებში პოლიციის შენობაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში უკვე გადაასვენეს.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სსკ 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები