სალომე ზურაბიშვილი – ღარიბაშვილს: ბატონო პრემიერო, ძალიან ბევრი საქმეა, რომელსაც ალბათ მეტი რესურსი სჭირდება, დღეს დასაცავი გვაქვს ყველაფერი, ისტორია, კულტურა, ენა და პოლიტიკა

“ბატონო პრემიერო, ძალიან ბევრი საქმეა, რომელსაც ალბათ მეტი რესურსი სჭირდება. დღეს დასაცავი გვაქვს ყველაფერი, ისტორია, კულტურა, ენა და პოლიტიკა, რადგან სოციალურ სივრცეში ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას ჩვენ შესახებ”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ბატონო პრემიერო, ძალიან ბევრი საქმეა, რომელსაც ალბათ მეტი რესურსი სჭირდება. დღეს დასაცავი გვაქვს ყველაფერი, ისტორია, კულტურა, ენა და პოლიტიკა, რადგან სოციალურ სივრცეში ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას ჩვენ შესახებ, თუნდაც დღევანდელი ჩვენი ვითარების შესახებ. ამას სჭირდება ძალიან სწრაფი რეაგირება და ვინ, თუ არა, ადგილზე მყოფი ჩვენი დიპლომატები არიან იმ ადგილას, სადაც უფრო სწრაფად შეუძლიათ ამაზე პასუხის გაცემა. ამას ბევრი წელია, ვიმეორებ. ჩვენ გვჭირდება მეტი საელჩოები, რადგან ეს არის ინსტრუმენტი პატარა ქვეყნისთვის. თუ შენ არ გაქვს სივრცე, სადაც შეგიძლია მიიღო შენი კოლეგები, სადაც შეგიძლია, ჩვენი კულტურა წარადგინო და სადაც შეიძლება, თავი მოუყარო დიასპორას, თუ არ გაქვს ეს ძლიერი ინსტრუმენტი, ძალიან ძნელია ამ ყველაფრის გაკეთება. ბატონო მინისტრო, ჩვენ გვჭირდება მეტი დიპლომატი და ვიტყოდი, რომ სამინისტრო უფრო ღია უნდა იყოს ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ვინც საზღვარგარეთ სწავლობს, ვისაც ვაგზავნით საზღვარგარეთ ჩვენი ხარჯებით. როცა ბრუნდებიან, ფართოდ ღია უნდა იყოს ჩვენი კარი, რომ ამ ადამიანებს, ახალგაზრდებს მივცეთ შანსი, დადგნენ თავიანთი ქვეყნის სამსახურში, რაც ბევრი მათგანის დიდი სურვილია. ასე რომ, ყველას ერთად ბევრი საქმე გვაქვს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები