ბელგიის სამეფოში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ელისო ბოლქვაძე და ირაკლი მეზურნიშვილი შეხვედრებს განაგრძობენ

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე – ელისო ბოლქვაძე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე – ირაკლი მეზურნიშვილი, ბელგიის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, ფლანდრიის პარლამენტის კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტისა და მედიის კომიტეტის თავმჯდომარე ელიზაბეტ მელმანსა და ბელგიის სენატორ კარინ ბროუვერსს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საქართველოსა და ფლანდრიას შორის პარლამენტთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებასა და კომიტეტების აქტიური თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. “შეხვედრაზე ასევე ვიმსჯელეთ მედია კომუნიკაციის საკითხებზე და კულტურული დიპლომატიის უდიდესი მნიშვნელობაზე”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები