“არავაქცინირებულთა პანდემია” – გერმანიაში უკვე მეორე დღეა, ინფიცირების ანტირეკორდი ფიქსირდება

გერმანიაში უკვე მეორე დღეა, კორონავირუსით ინფიცირების ანტირეკორდი ფიქსირდება. კერძოდ, დღეს ქვეყანაში 37 120 შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია, გუშინდელი ანტირეკორდი 33 949 ინფიცირებულს შეადგენდა.

შესაბამის სტატისტიკას რობერტ კოხის ინსტიტუტი აქვეყნებს.

ადგილობრივი მედია აღნიშნავს, რომ გასულ კვირას დღიური საშუალო მაჩვენებელი 24 668-ს შეადგენდა.

ასევე, ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში ვირუსს 154 პაციენტი შეეწირა, ერთი კვირის წინ  121 ლეტალური შემთხვევა იყო.

ერთი კვირის, ინფიცირების მაჩვენებელმა 100 ათასს მოსახლეზე  169,9 შემთხვევა შეადგინა და მესამე ტალღის შვიდდღიან მაქსიმუმს გადააჭარბა, რომელიც 26 აპრილს დაფიქსირდა. მაშინ ეს რიცხვი 169, 3-ს შეადგენდა.

პანდემიის განმავლობაში ყველაზე მაღალი შვიდი დღის მაჩვენებელი მეორე ტალღის დროს – 2020 წლის 22 დეკემბერს გამოვლინდა – მაშინ 100 ათას ადამიანზე ინფიცრების მაჩვენებლი 197,6 წარმოადგენდა.

ამ ფონზე, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, იენს შპანმა განაცხადა, რომ ქვეყანა “არავქცინირებულთა პანდემიას” განიცდის.

ის მთავრობას გაცილებით მკაცრი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მოსახლეობის 60%-ზე მეტია ვაქცინირებული, შპანი უკმაყოფილოა იმით, რომ ვაქცინაციის ტემპები შემცირებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები