“ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” 7 ნოემბერს პარლამენტთან აქციას გეგმავს
“ყოფილი პოლტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე 7 ნოემბერს აქციას აანონსებს. მისი თქმით, 2007 წლის 7 ნოემბერი არავის უნდა დაავიწყდეს და ამ მიზნით წინა ხელისუფლების დროს დაზარალებული ადამიანები კვირას პარლამენტთან შეიკრიბებიან:
“მას შემდეგ, რაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” გაბედა და თქვა, რომ 7 ნოემბერთან მიახლოებულ თარიღში შესაძლებელი იყო მათი მხრიდან რაიმე აქციის ჩატარება, ამან განაპირობა ჯგუფებს შორის კოორდინირება. ყველა 7 ნოემბერი, სანამ ჩვენ ცოცხლები ვიქნებით, იქნება აღნიშნული და იქნება პროტესტი იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა,” – განაცხადა ნანა კაკაბაძემ.