ოკუპირებულ აფხაზეთში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. ტყვარჩელის რაიონში დეფაქტო აფხაზეთის მოქალაქის ცხედარი იპოვეს.

როგორც ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, ნაპოვნია 1961 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი, რომელიც, სავარაუდოდ 1,5 კვირის გარდაცვლილია.

წინასწარი ვერსიით, კაცი კლდიდან ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა.

მაშველებმა მისი ცხედარი ნათესავებს გადასცეს, დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები