ხათუნა სამნიძე: კახა კუჭავა პარლამენტში ყველა დეპუტატის სპიკერია, ძალიან ვაფასებ მის ამ ნაბიჯს, რომ მოინახულა ელენე ხოშტარია
“კახა კუჭავა არის გამონაკლისი და ძალიან ვაფასებ სპიკერის ამ ნაბიჯს, რომელმაც მოინახულა ელენე ხოშტარია და თქვა, რომ პარლამენტში დაცული იქნება ყველანაირად მისი ჯანმრთელობისთვის პირობები”, – ამის შესახებ დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
„კახა კუჭავა მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატების სპიკერი არ არის, ის არის პარლამენტში ყველა დეპუტატის სპიკერი. ძალიან მძიმეა, რომ „ქართული ოცნება“ ვერ აცნობიერებს, რომ ასეთი განცხადებით და ასეთი ნაბიჯებით ის ქმნის ვითარებას, როდესაც ამ ქვეყანაში არცერთ მოქალაქეს არ აქვს განცდა, რომ დაცული იქნება მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე, თუ ის “ქართული ოცნების” პოზიციებს არ გაიზიარებს“, – განაცხადა სამნიძემ.
დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ პარლამენტის შენობაში მოშიმშილე ელენე ხოშტარია მოინახულა.