„სააკაშვილს ჩაბარება თუ უნდოდა, ტრაილერით არაჟანთან ერთად არ შემოვიდოდა, ქვეყანაში ღირსეულად შემოვიდოდა“ – დავით ლორთქიფანიძე

“სააკაშვილს ჩაბარება თუ უნდოდა, ტრაილერით არაჟანთან ერთად არ შემოვიდოდა, ქვეყანაში ღირსეულად შემოვიდოდა”, – ამის შესახებ მერვე მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, დავით ლორთქიფანიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ყოფილი დეპუტატი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას გამოეხმაურა.

„მინდა, რამდენიმე სიტყვით დღევანდელ მდგომარეობას შევეხო. ფაქტია, რომ დღეს საკმაოდ არაორდინარული მდგომარეობაა ქვეყანაში და ეს ყველაფერი შექმნილია რაღაც ყალბი აჟიოტაჟით, რასაც მესამე პრეზიდენტი, საკააშვილი ახერხებს. სააკაშვილი, პირდაპირ ვიტყვი, რომ ქართულ ხელისუფლებას, არანაირად, თავისით არ ჩაბარებულა. ეს მათი მორიგი ტყუილია. ჩაბარება თუ უნდოდა, ტრაილერით არაჟანთან ერთად არ შემოვიდოდა, ქვეყანაში შემოვიდოდა ღირსეულად. თვითმფრინავის ბილეთი ჰქონდა, როგორც გვითხრა. არ უნდათ, აღიარონ, რომ მან სახელმწიფო საზღვარი დაარღვია. აქ შაითან ბაზარი არ არის, ეს სახელმწიფოა, რომელიც თავის კანონებს პატივს სცემს. სხვა უბედურებებთან ერთად, პასუხი ამაზეც უნდა აგოს.
სააკაშვილმა თვითონ მიიღო ეს გადაწყვეტილება, მისი არჩევანია, ის გადასხმებს იღებს, ეს ყველაფერი ორგანიზმთან მიმართებით პოზიტიურად მოქმედებს და არ არის იმის საშიშროება, რომ მდგომარეობა ისე განვითარდეს, როგორც ხატავენ. სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, მისი ჯანმრთელობის დაცვა უზრუნველყოს და დროული რეაგირება მოახდინოს. მე დარწმუნებული ვარ, არავითარი ისეთი გართულება არ იქნება, რომელიც სააკაშვილის სიცოცხლის საშიშროებასთან იქნება დაკავშირებული.
ადამიანები, რომლებიც ეკლესიით მანიპულირებენ, ყველას კარგად გვახსოვს, რითი დაიწყეს. ფერიის მთაზე დაანგრიეს ეკლესია, გლდანის ეკლესიაში შეცვივდნენ. რომელი მართლმადიდებლურ ეკლესიის პატივისცემაზე საუბრობენ?
დღეს დემოკრატიულ გარემოში ვცხოვრობთ. ყოველდღიურად პარტიული ტელევიზიებიდან გამოდიან ე.წ. სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და ხელისუფლებასთან მიმართებით ნეგატიური განცხადებებით არიან დახუნძლულები. განსაკუთრებით, ილიაუნის უნივერსიტეტის პროფესურა, რომელიც „ნაციონალური მოძრობის“ ბუდეა. მათ დროს ჩვენი სახელოვანი პროფესურა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოკეტეს, უწყლობით ახრჩობდნენ, აუდიტორიებიდან არ უშვებდნენ“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები