ესპანელმა ძალოვანებმა ქართული, დანაშაულებრივი დაჯგუფების წინააღმდეგ, რომელიც კატალონიაში, კერძოდ, ალიკანტეში მოქმედებდა, სპეცოპერაცია ჩაატარეს.
დაკავებულია 9 პირი, მათ შორის, ორი ძმა, რომლებიც დაჯგუფების ლიდერებად მოიაზრებიან და 2017 წლიდან სანტა-კოლომა-დე-გრამენტში ცხოვრობენ.
გამოძიების ინფორმაციით, დაჯგუფების წევრები უთვალთვალებდნენ სახლებს და შემდგომ მათ ძარცვავდნენ.
ესპანელი ძალოვანების ინფორმაციით, მხოლოდ ერთ ღამეში მათ 5 ბინა გაძარცვეს.
ჩხრეკის დროს ამოღებულია ნაძარცვი ძვირფასეულობა, დიდი ოდენობით ფული და საქართველოს მოქალაქის პასპორტები.