ლატვიაში თანამშრომლებს, რომლებიც თებერვლამდე არ აიცრებიან, სამსახურიდან გაათავისუფლებენ

ლატვიის სეიმმა საბოლოო მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც დამსაქმებლებს უფლებას აძლევს, სამი თვით შრომითი ვალდებულებები შეუჩეროს თანამშრომელს, დროებით სხვა პოზიციაზე, ან დისტანციურად მუშაობის რეჟიმზე გადაიყვანოს, თუ პირი 15 ნოემბრამდე არ აიცრება.

იმ შემთხვევაში კი, თუ დასაქმებული ამ სამი თვის განმავლობაში საპატიო მიზეზის გარეშე არ გაივლის ვაქცინაციას, დამსაქმებელს შეეძლება მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლება.

სეიმის მიერ მიღებული შესწორება ქვეყნის პრეზიდენტმა უნდა დაამტკიცოს.

კიდევ უფრო მკაცრი მოთხოვნები დაწესდება სამხედრო მოსამსახურეებისთვის.

თუ ეროვნული შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი საპატიო მიზეზის გარეშე არ მიიღებს კოვიდმოწმობას, თავდაცვის მინისტრს ან მის მიერ უფლებამოსილ მეთაურს უფლება აქვს, შეუწყვიტოს მსახურების ხელშეკრულება. იგივე ეხებათ სამოქალაქო პირებს, რომლებიც დასაქმებულნი არიან ეროვნულ შეიარღებულო ძალებში.

ამასთან, ვაქცინაციის შემდეგ საშუალო ან მძმე გართულებების შემთხვევაში, დაზარალებულებს კომპენსაციის მიღების უფლება ექნებათ.

21 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე ლატვიაში ე.წ. ლოქდაუნი მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები