მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა მოინახულა

რუსთავის მე-12 ციხეში მიხეილ სააკაშვილს უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი შეხვდა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ამ ეტაპზე უცნობია, რა თემები განიხილეს შეხვედრაზე და როგორ აფასებს საელჩოს წარმომადგენელს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობას.

ამ წუთებში, მიხეილ სააკაშვილთან მისი ადვოკატები შედიან.

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე 36-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი პირადი ექიმის განცხადებით, სააკაშვილის ანალიზებში დრამატული ცვლილებები არ აღინიშნება, თუმცა, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები