აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საქართველო “დემოკრატიის სამიტზე” მიიწვია. სამიტზე მიწვეული ქვეყნების სია გამოცემა Politico-მ გამოაქვეყნა.
Politico-ს მიერ მოპოვებული სიის თანახმად, სამიტზე არ არიან მიწვეულნი რუსეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი.
„დემოკრატიის სამიტი“ ვირტუალურ რეჟიმში 9-10 დეკემბერს გაიმართება. სამიტში მონაწილეობას მიიღებენ მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ დემოკრატია და ადამიანის უფლებები მთელ მსოფლიოში საფრთხის ქვეშ არის და დემოკრატიები სერიოზულ გამოწვევებს აწყდებიან.
სამიტი ფოკუსირებული იქნება დემოკრატიის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე და პლატფორმას უზრუნველყოფს ლიდერებისთვის, რათა როგორც ინდივიდუალური, ასევე კოლექტიური ვალდებულებები აიღონ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დასაცავად.