წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა თანაკლასელი მოკლა. ამავე ინფორმაციის თანახმად, მოკლული და ბრალდებული ნათლია-ნათლული იყვნენ.
სავარაუდოდ, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც ერთმა მეორეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. გარდაცვლილი 33 წლის იყო.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ადგილიდან მიიმალა და ის ჯერ დაკავებული არ არის.
შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.