ჯანმო ევროპაში 2022 წლის თებერვლისთვის COVID-19-სგან კიდევ ნახევარი მილიონი ადამიანის დაღუპვას პროგნოზირებს

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანლის, ჯანს კლუგეს პროგნოზით, 2022 წლის თებერვლისთვის რეგიონში კორონავირუსისგან კიდევ ნახევარი მილიონი ადამიანი გარდაიცვლება.

მისივე თქმით, თუ ვაქცინაციის საკმარისი დონე არ იქნა მიღწეული, თუ ხალხი კვლავაც იგნორირებას გაუწევს ნიღბების ტარების მოწოდებას, მაშინ 2022 წლის 1-ელ თებერვლამდე შესაძლოა, დამატებით ნახევარი მილიონი ადამიანი დაიღუპოს.

”გარდა ამისა, რეგიონის 43 ქვეყანა საავადმყოფოებში საწოლების დეფიციტის გამო სტრესული მდგომარეობის წინაშე აღმოჩნდება,” – თქვა კლუგემ.

მისი თქმით, ახლა სიკვდილიანობის 75% ფიქსირდება 65 წელს ზემოთ ადამიანებში.

მაგრამ თუ უახლოეს მომავალში მოხერხდება სამედიცინო ნიღბებით მოსახლეობის 95%-იანი დაფარვის მიღწევა, „შესაძლებელი იქნება 188 ათასი ადამიანის, ან იმ ნახევარი მილიონის გადარჩენა, რომლებიც 1-ელი თებერვლისთვის დაიღუპება”.

ჯანმო ქვეყნების გადაწყვეტილებას, COVID-19-ზე სოციალური რეაგირება გააძლიეროს, მხარს უჭერს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები