უკრაინა თურქული “ბაირაქტარების” შესყიდვას გააგრძელებს

უკრაინა თურქული უპილოტო საფრენი აპარატების – Bayraktar-ების შესყიდვას გააგრძელებს, – განაცხადა ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, სერგეი შაპატალამ “1+1”-ის ეთერში.

„მოდით, დავუბრუნდეთ “ბაირაქტარის” თემას. სახელმწიფო ჩვენთვის ყიდულობს “ბაირაქტარს”. შეიარაღებაში გვაქვს და ამაზე არ გავჩერდებით, გავაგრძელებთ რაოდენობის ზრდას. სიტუაცია, რომელსაც ახლა განიხილავენ: სწორად ვიყენებთ მათ თუ არასწორად – ეს მთავარსარდლის გადაწყვეტილება იყო. ვხედავდით, რომ ჩვენი ჯარისკაცების დაბომბვა მიდიოდა. მათ მინსკის შეთანხმებები დაარღვიეს”, – თქვა მან.

უკრაინელმა სამხედროებმა გასულ თვეს დონბასში პირველად გამოიყენეს “ბაირაქტარის” დამრტყმელი დრონი, რომელმაც ბომბით მტრის ჰაუბიცა გაანადგურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები