ირაკლი კობახიძე: ვიდრე „ნაცმოძრაობა“ იქნება მთავარი ოპოზიციური ძალა, მანამდე საქართველოში პარტიული და პოლიტიკური სისტემა არასოდეს ჩამოყალიბდება და საზოგადოებასაც არ ექნება მოსვენება

ჩვენი ამოცანა სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე – „ნაცმოძრაობა“ მთლიანად ჩანაცვლდეს ჯანსაღი პოლიტიკურ პარტიებით ოპოზიციურ სივრცეში, ეს სჭირდება ქართულ დემოკრატიას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ქართული ოცნება“ კვლავ იქნება მოწინავე პოლიტიკური ძალა და დარწმუნებული ვარ, რომ 2024 წელსაც პირველ ადგილზე გავალთ არჩევნებში, ამაზე საუბრის საშუალებას სხვადასხვა რამ მაძლევს. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, აქ პროგნოზს არ გავაკეთებ, მაგრამ მე ვიტყვი რა უნდა იყოს ჩვენი ამოცანა სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე – „ნაცმოძრაობა“ მთლიანად ჩანაცვლდეს ჯანსაღი პოლიტიკური პარტიებით ოპოზიციურ სივრცეში, ეს სჭირდება ქართულ დემოკრატიას.

ვიდრე „ნაცმოძრაობა“ იქნება მთავარი ოპოზიციური ძალა, მანამდე საქართველოში პარტიული და პოლიტიკური სისტემა არასოდეს ჩამოყალიბდება და საზოგადოებასაც არ ექნება მოსვენება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები