ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე: სამი ლიტრი ლიმონათი რომ დავლიო, მეც გავხდები ცუდად – უნდა და სვამს, ესეც პატიმრის უფლებაა

მე ვიცი, რომ ეს კაცი სვამს და ჭამს, ამაზე მთელი ციხე ლაპარაკობ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ  განაცხადა.

„სამი ლიტრი ლიმონათი რომ დავლიო, მეც გავხდები ცუდად. სამი ლიტრი ლიმონათი უნდა კაცს და სვამს, ვერაფერს ვერ უზამ, ესეც პატიმრის უფლებაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილი არის პატიმარი, მას აქვს შეფარდებული შესაბამის სასჯელი და ბოლომდე უნდა მოიხადოს.

„კაცი თავის ნებით შიმშილობს ყოვლად უსაფუძვლოდ, საბაბიც კი არ აქვს ამისთვის და თურმე სხვა კლავს. შეწყვიტოს შიმშილობა და დასრულდება ყველაფერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები