ელენე ხოშტარია: იმას, რასაც მე ვაკეთებ, არანაირი კავშირი არ აქვს ჩემს პოლიტიკურ სიმპათიებთან

მე სააკაშვილის პოლიტიკური მხარდამჭერი არ ვიყავი და არ ვარ. ჩემი პოზიცია არ შეცვლილა, ეს არ არის პერსონალური მოწონება არ მოწონების საკითხი, ეს მან პირადადაც იცის, – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

„იმას, რასაც მე ვაკეთებ, არანაირი კავშირი არ აქვს ჩემს პოლიტიკურ სიმპათიებთან.

ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმთელობის ხელყოფა და რისკები, რამაც შესაძლოა დიდი საფრთხეები გამოიწვიოს, ყოვლად დაუშვებელია“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისთვის, ელენე ხოშტარიამ პარლამენტის შენობაში შიმშილობა გუშინ დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები