წალენჯიხასთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის ინიციატივას თემურ ჭყონია და პაატა ბურჭულაძე უერთდებიან
“ლელო საქართველოსთვის” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ინიციატივას – “წალენჯიხა ვაქციოთ ოაზისად”, ბიზნესმენი თემურ ჭყონია და მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე უერთდებიან.
ჭყონიას წერილს ხაზარაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“დილით თემურ ჭყონიას წერილი დამხვდა:
“მეც მოგყვები წალენჯიხაში, როგორც კი დაიწყებ, ეგრევე ჩამოვალ”.
მაგარი კაცი ხარ, თემურ, მადლობა, ერთად ბევრ საქმეს გავაკეთებთ”, – წერს ხაზარაძე.
რაც შეეხება პაატა ბურჭულაძეს, საკუთარი ინიციატივის შესახებ პირად “ფეისბუქ” გვერდზე” წერს.
“ჩემო მეგობრებო, ვუერთდები მამუკა ხაზარაძის ინიციატივას და მზად ვარ, დავაფუძნო წალენჯიხაში ფონდ- ,,იავნანას” ადგილობრივი ორგანიზაცია, რომლის მიზანიც იქნება წალენჯიხაში მზრუნველობა მოკლებული მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დახმარება”, – წერს ბურჭულაძე.