ელისო ბოლქვაძე დედოფალ ელიზაბეტის საერთაშორისო კონკურსის თავმჯდომარეს, ბარონ იან ჰუგჰებაერს შეხვდა

ბელგიაში ვიზიტის ფარგლებში, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე – ელისო ბოლქვაძე დედოფალ ელიზაბეტის საერთაშორისო კონკურსის თავმჯდომარეს, ბარონ იან ჰუგჰებაერს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს, ასევე, ქართველი ახალგაზრდა ტალანტების კონკურსში ჩართვის შესახებ იმსჯელეს.

„საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ჩემს წინადადებაზე ბატონმა ჰუგჰებაერმა თანხმობა განაცხადა – ის ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან თავად მოისმენს და შეარჩევს კანდიდატებს ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ბარონ იან ჰუგჰებაერს ასევე შესთავაზა ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში მათი ლაურეატების ჩამოსვლა, რათა მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ღონისძიებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები