სალომე ზურაბიშვილმა კახა კალაძეს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დედაქალაქის ახლადარჩეული მერი, კახა კალაძე მიიღო და თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობას და, როგორც ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა აღნიშნა, კახა კალაძის საარჩევნო კამპანია გამოირჩეოდა იმით, რომ არ იყო გამოყენებული სიძულვილის ენა და რიტორიკა, ორიენტირებული იყო საქმესა და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე.

უწყების ცნობით, შეხვედრისას აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, სწრაფად გაგრძელდეს ადგილობრივი მოსახლეობის კონკრეტულ პრობლემების გადაჭრისათვის ეფექტიანი საქმიანობის განხორციელება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები