გურამ მაჭარაშვილი – ხაზარაძეზე: არ მგონია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტს რაიმე შესძინოს, ეს – მისი გადმოსახედიდან – პიარსვლაა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, პარტია “ლელოს” ლიდერის განცხადება, რომ უახლოეს პერიოდში წალენჯიხაში ბინას იყიდის და იქ გადასახლდება, რათა ახალარჩეულ მერს გვერდით დაუდგეს, პაირსვლა და მორიგი მცდელობაა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.
„არ მგონია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტს რაიმე შესძინოს. ეს, მისი გადმოსახედიდან, პიარსვლაა. ბუნებრივია, ეს არის მორიგი მცდელობა იმისა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, რაც, რა თქმა უნდა, არ გამოუვა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ შენ სურვილი გაქვს, ნებისმიერ რაიონსა და რეგიონში შეძლებ იმას, რომ შენი საქმე გააკეთო“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.