ბრიტანეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც COVID-19-ის სამკურნალო წამალი – “მოლნუპირავირი” დაამტკიცა

ბრიტანეთმა კორონავირუსის სამკურნალო, კომპანია Merck&Co-ის შექმნილი წამალი – “მოლნუპირავირი” გამოყენებისვის დაამტკიცა.

როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, საჯიდ ჯავიდმა თქვა, ამრიგად, ქვეყანა მსოფლიოში პირველია, ვინც პრეპარატს გამოიყენებს.

„დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც დაამტკიცა Merck-ის, COVID-19-ის საწინააღმდეგო წამალი, მოლნუპირავირი“, – დაწერა ჯავიდმა სოციალურ ქსელში.

Merck–მა პრეპარატის ექსტრემალურ შემთხვევებში გამოყენებაზე განაცხადი ოქტომბერში შეიტანა – მას შემდეგ, რაც მასშტაბური კლინიკური ცდების შედეგად დადგინდა, რომ წამალი ჰოსპიტალიზაციასა და სიკვდილიანობას ანახევრებს.

უკვე ცნობილია, რომ კომპანია წლის ბოლოსთვის გეგმავს პრეპარატის10 მილიონი კურსის გამოშვებას, რომლის გავლა რეკომენდებულია 5 დღის განმავლობაში დღეში 2–ჯერ; ასევე, მოსალოდნელია 2022 წელს 20 მილიონი კურსის გამოშვება.

ასევე, კომპანიას ხელშეკრულება აქვს დადებული ინდოეთის 8 ფარმაცევტულ კომპანიასთან, რომლებიც შედარებით იაფ ვერსიას 109 ქვეყნისთვის შექმნიან.

კომპანია წამლის სრულ ავტორიზაციას უკვე დეკემბერშ ელოდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები