გურამ მაჭარაშვილი: პატიმარ სააკაშვილის ინტერესშია, რომ არ გახდეს სპეკულირების თემა პროტესტის ეს ფორმა და საჯაროდ თქვას, რა საკვებს იღებს

“პატიმარ სააკაშვილის ინტერესებში შედის, რომ არ გახდეს სპეკულირების საგანი მისი პროტესტის ეს ფორმა, თავად საჯაროდ თქვას, ამ პროცესში რა საკვებს ან, საერთოდ, რას იყენებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პენიტენციური სამსახური ვერ გაასაჯაროებს სააკაშვილის კვების რაციონს, რადგან ეს ინფორმაცია შესაძლოა, პიროვნებისთვის მაიდენტიფიცირებელი იყოს.

„კანონმდებლობის შესაბამისად, ის, რაც შეიძლება, იყოს პიროვნებისთვის მაიდენტიფიცირებელი, არის პერსონალური მონაცემები და ამიტომ, ბუნებრივია, პენიტენციური სამსახური ამას ვერ გაასაჯაროებს. სწორედ ამიტომაა მიმართვა პატიმარ სააკაშვილზე. ვფიქრობ, ეს, პირველ ყოვლისა, მის ინტერესებში შედის, რომ არ გახდეს სპეკულირების საგანი მისი პროტესტის ეს ფორმა და თავად საჯაროდ თქვას, ამ პროცესში რა საკვებს ან საერთოდ რას იყენებს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები