რატი იონათამიშვილი – სააკაშვილზე: საზოგადოებამ კარგად იცის, როგორი არასტაბილური და არასანდოა მისი განცხადებები და პოზიციები
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის შეფასებით, დამატებით კითხვებს აჩენს ის ფაქტი, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის რაციონს არ ასაჯაროებს.
მისი თქმით, მან ერთხელ უკვე მოატყუა საზოგადოება, როდესაც შიმშილობა გამოაცხადა და თაფლს მიირთმევდა.
“ის, რომ სააკაშვილი არ ასაჯაროებს რაციონის შემადგენლობას, დამატებით კითხვის ნიშნებს აჩენს. მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც მან თითქოს გამოაცხადა შიმშილობა და ყველამ გავიგეთ, რომ მიირთმევდა თაფლს და პოლიტიკურ თაღლითობას ჰქონდა მისი მხრიდან ადგილი.
პირველ ყოვლისა, მის ინტერესში უნდა იყოს, რომ ამაზე ღიად საუბრობდეს, მაგრამ მალავს. საზოგადოებამ კარგად იცის, როგორი არასტაბილური და არასანდოა მისი განცხადებები და პოზიციები. ეს დამატებით მიგვანიშნებს იმას, რომ სინამდვილეში ის, პირველ ყოვლისა, თავის მხარდამჭერებსა და ამომრჩეველს ატყუებს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.