ეკა ხერხეულიძე: სალომე ზურაბიშვილს თუ ეტყვიან, რომ სააკაშვილი დღეს უნდა შეიწყალოს, დაავიწყდება ის, რაც გუშინ თქვა კატეგორიული ტონით და შეიწყალებს – რასაც უკარნახებენ, ისე მოიქცევა
“არ ვიცი, სალომე ზურაბიშვილი რას იზამს, რადგან ეს ადამიანი საკუთარ თავს არ ეკუთვნის და გადაწყვეტილებებიც არ იქნება დამოუკიდებელი”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, ეკა ხერხეულიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ზურაბიშვილი ისე მოიქცევა, როგორც უკარნახებენ.
„რასაც უკარნახებენ, ისე მოიქცევა, არ მაქვს მოლოდინი, რომ საღ აზრთან იქნება ოდესმე ახლოს. არ გამკვირვებია არაფერი და არც ის ვიცი, მომავალში რას იზამს – ეტყვიან, რომ დღეს უნდა შეიწყალო?! – რა თქმა უნდა, დაავიწყდება ის, რაც გუშინ თქვა კატეგორიული ტონით და შეიწყალებს”, – განაცხადა ხერხეულიძემ.