თეა წულუკიანი: მივესალმები სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ მესამე პრეზიდენტს არ შეიწყალებს

“მივესალმები სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას, სადაც მან კვლავ დაადასტურა, რომ მესამე პრეზიდენტს არ შეიწყალებს”, – ამის შესახებ საქართველოს ვიცეპრემიერმა და კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„მივესალმები ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას, სადაც მან კვლავ დაადასტურა, რომ მესამე პრეზიდენტს არ შეიწყალებს, ვინაიდან მას დანაშაულები აქვს ჩადენილი და ეს დადასტურებულია შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილებებით. როგორც ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, დამნაშავემ უნდა მოიხადოს ის სასჯელი, რაც აქვს მისჯილი, შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ზედმეტი შეფასებები და კომენტარები ამ საკითხს აღარ სჭირდება. ყველა უნდა შევეგუოთ იმას, რომ როდესაც ჩაიდენ დანაშაულს, იქ უკვე კანონით გათვალისწინებულია სასჯელი“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებს, თუმცა, გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ინტერესიდან, ის განსაკუთრებულ პატიმრად უნდა იყოს მიჩნეული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები