მამუკა ხაზარაძემ დეპუტატის მანდატის შეჩერების მოთხოვნით პარლამეტს ოფიციალურად მიმართა

პარტია “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეჩერების თაობაზე წერილობითი განცხადებით პარლამენტს ოფიციალურად მიმართა.

მიმართვა უკვე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტშია და მას ერთი კვირის შემდეგ განიხილავენ. საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად უახლოეს პლენარულ სხდომაზე გავა.

შეგახსენებთ, ხაზარაძემ დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ განცხადება 31 ოქტომბერს, აქციაზე გააკეთა.

მანდატის დატოვების შესახებ განცხადება უკვე დაწერა ოპოზიციონერმა დეპუტატმა – ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები